ნინო ფოჩხუა: რაც „ტვ პირველის“ ეთერში ვნახეთ, ეს არა კრიტიკა, არამედ მავნებლობაა - მტრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ შესწავლას და საპასუხისმგებლო მიდგომას
„პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა გარკვეული მედიასაშუალებები, მათ შორის „ტვ პირველი“, უკვე ცდილობენ თემის დისკრედიტაციას“, - წერს ექპსერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ეს არის მავნებლობა და მტრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ფოჩხუას თქმითვე, პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ შესწავლას და საპასუხისმგებლო მიდგომას.
„როგორ შეიძლება პრემიერის ეს ინიციატივა საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილი ფასების მკაცრი კონტროლი ნორმალურ ადამიანს არ გაუხარდეს, მაგრამ მაშინ ხომ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. ოთხი დღეც არ არის გასული, რაც ირაკლი კობახიძემ ეს ინიციატივა გააჟღერა და ასეთი დისკრედიტაცია რასაც „ტვ პირველი“ კადრულობს არის მავნებლობა და მტრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. არა და პრემიერმა გარკვევით თქვა, რომ საკითხი ღრმა შესწავლას მოითხოვს“, - წერს ფოჩხუა.