Loading data...
ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენებაზე: ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არც შეიმჩნიეს, მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგია.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულმა პოლიტიკამ და ჩინეთთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პოზიცია მოუპოვა რეგიონში, განსაკუთრებით ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტებისა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციას ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რაც, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის წარმატება მათთვის სასიხარულო ამბავი არ არის.

„სახელმწიფოს სწორმა და ნაყოფიერმა მუშაობამ ჩინეთის მიმართებით, მნიშვნელოვანი შედეგი დადო. საქართველოში სტუმრადმყოფმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო რიგგარეშე პარტნიორად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში. ეს კი მიანიშნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩინეთისთვის, როგორც ალტერნატიული მარშრუტები და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და მუშაობამ საქართველო გახადა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ სივრცეში. ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ჩვენს ოპოზიციას ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არა, არც შეიმჩნიეს, მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ“, - წერს ფოჩხუა.