ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს
„გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა. განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ გველესიანი არ ცდილობს პოპულარული ლოზუნგების გამეორებით ვინმეს გულის მოგებას - ის სვამს კითხვებს, მსჯელობს და მოითხოვს არგუმენტებს, რაც, ანალიტიკოსის თქმით, დამოუკიდებელი აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია
„გიორგი გველესიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსება და პრინციპულობა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არ ვლინდება.
გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა. განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს. მის საუბარში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი გარემოება: გველესიანი არ ცდილობს პოპულარული ლოზუნგების გამეორებით ვინმეს გულის მოგებას. ის სვამს კითხვებს, მსჯელობს და მოითხოვს არგუმენტებს. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. სამწუხაროდ, ქართულ საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობებს, შინაარსიანი დისკუსია პიროვნული შეურაცხყოფით ჩანაცვლდეს. მარგინალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღიზიანებს ის, რომ სპორტსმენი შეიძლება იყოს განათლებული, მოაზროვნე, საკუთარი ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობით მოსაუბრე მოქალაქე და არა მხოლოდ სხვისი პოლიტიკური ლოზუნგების გამხმოვანებელი. გიორგი გველესიანის მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ მას საკუთარი სათქმელი აქვს და ამ სათქმელის დასაცავად არც სხვისი ნებართვა სჭირდება და არც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მოწონება. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას ახლა სწორედ მეტი დამოუკიდებლად მოაზროვნე, განათლებული და პრინციპული ადამიანი სჭირდება“, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.