Loading data...
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს... „ინტერესით კვდებიან” ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის” ქართან ფლირტი გადაწყვიტეს. არადა, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“, - წერს მდინარაძე.