„ჩვენ სრულიად მზად ვართ“ - ტრამპი რუსეთთან პოტენციურ ბირთვულ ომზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები სრულიად მზადაა რუსეთთან ბირთვული ომისთვის“. ამის შესახებ Clash Report წერს.
ჟურნალისტებმა მას კითხვები თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე დაუსვეს და კერძოდ, ჰკითხეს პოსტის შესახებ, რომელშიც დაწერა, რომ მან ორი „ბირთვული“ წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა.
„ეს უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მუქარა იყო და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შეუფერებელი იყო. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყო. და ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ. მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისგან იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ „ხალხს დაიცავს“:
„მედვედევმა ბირთვულ იარაღზე ისაუბრა, თუ ბირთვულ იარაღზე ვსაუბრობთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ [ამისთვის]. ჩვენ სრულიად მზად ვართ“.