Loading data...
ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს დასკვნები - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ და ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება

„რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება“, - ასე ეხმიანება ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტელეკომპანიაიმედისეთერში გამართულ დებატებს.

მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება საზოგადოების მიერ ორივე მხარისგან არგუმენტების მოსმენას, მაგრამ ოპოზიციისგან მაყურებელი მხოლოდუარგუმენტო ზღაპრებსისმენს.

„„იმიტომგახდა რადიკალების არგუმენტების ერთგვარი სიმბოლო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას ვეტოს მოტივებს ასაბუთებდა. კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იყო ესა თუ ის მუხლი მიუღებელი, პასუხი იყოიმიტომ“.

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება. „რუსული კანონი“, „რუსული ხელისუფლება“, „რუსული შობა“, „ჩელიაბინსკი“, „არაბიზაცია“, „ნარკოტიკებთან მაგათი ბრძოლის არ მჯერა“, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არა ის…“ და ..

დროის გარკვეული პერიოდი, ზემოაღნიშნული, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, თუმცა დღეს მათ უარგუმენტო ზღაპრებს მხოლოდ მათივე .ბაბლიიჯერებს.

როდესაც არგუმენტებს სთხოვ, უზრდელურ საქციელსა და ფაშიზმისადმი სერიოზულ მიდრეკილებას ავლენენ.

პრემიერის ინიციატივა, ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს თავისი დასკვნები.

დღევანდელ დებატებს, რაც შეეხება, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, თუ რომელი მხარისგან მოისმინეს არგუმენტები“, - წერს ლევან მაჭავარიანი.