Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ბედნიერები, გვქონოდა იმისი ფუფუნება, გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში

„ჩვენ ვართ ბედნიერები, გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში. უწმინდესის გარდაცვალებამ კვლავ ერთ მუშტად შეგვკრა ქართველები“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას ეხმიანება და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!

ჩვენ ვართ ბედნიერები, გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში. უწმინდესის გარდაცვალებამ კვლავ ერთ მუშტად შეგვკრა ქართველები. უფალს ვთხოვოთ მოგვცეს ძალა, რომ იმისი მეასედის გაკეთება მაინც შეგვეძლოს, რასაც ის გვასწავლიდა. დარწმუნებული ვარ, უწმინდესის ხათრით მაინც ვეცდებით, რომ გავხდეთ იმაზე უკეთესები ვიდრე გუშინ ვიყავით“, - ნათქვამია განცხადებაში.