Loading data...
კახა კალაძე: ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს! დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში

„უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს!“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

კახა კალაძე პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.

„დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებასა და ერში რწმენის განმტკიცებაში. ვუსურვებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!“, - წერს კახა კალაძე.