კრემლმა უარყო უკრაინასთან დაკავშირებით 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა
კრემლმა უარყო 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა. მოსკოვი სამშვიდობო გეგმის შეცვლას მოითხოვს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც სააგენტო Bloomberg-ის წყარო იუწყება, დოკუმენტს მოსკოვი განიხილავს, როგორც საწყის წერტილს მომავალი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ის არ შეიცავს გარკვეულ დებულებებს, რაც, რუსეთის მხარის აზრით, პრინციპულია. კერძოდ, კრემლი უკრაინის შეიარაღებულ ძალების რაოდენობის უფრო მნიშვნელოვან შეზღუდვას მოითხოვს.
ასევე რუსეთი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერების გარანტიებს ითხოვს. გარდა ამისა, მოსკოვი უკრაინის ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირებას მოითხოვს. ზელენსკის პროექტში წერია, რომ უკრაინას არაბირთვული ქვეყნის სტატუსი ექნება.
მოსკოვი ასევე უკმაყოფილოა უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვით ომის შემდგომ პერიოდში, მათი ლიმიტი 800 000 სამხედროს ითვალისწინებს.
რუსეთი ასევე უკრაინაში რუსული ენის სტატუსის გარანტიებს მოითხოვს. ასევე მოსკოვის აზრით, აუცილებელია სანქციების მოხსნის და დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების ბედის საკითხში უფრო მეტი სიცხადე.
Bloomberg-ის ცნობით, დოკუმენტის კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება მის უარყოფას არ აპირებს. მოსკოვს არ სურს ტრამპთან ურთიერთობების გამწვავება და „ცივი გონებით“ მისი შესწავლის შესახებ აცხადებს.
2 დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-სთან მოლაპარაკების დეტალების შესახებ ინფორმირებულია. ბოლო შეხვედრა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის მაიამიში გაიმართა.