1727779039
სოციალური მედია
ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატოს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმაოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.