Loading data...
გრეტა წიწავა: „7 ნოემბრის“ შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ „7 ნოემბერი“ უსურვეს „იმედს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„7 ნოემბრის“ შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ „7 ნოემბერი“ უსურვეს იმედს. სწორედ ეს არის ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი - არ დასრულებული წამების დასრულება, დატერორებული ხალხი, დაშანტაჟებული ბიზნესი და დარბეული მედია! ესენი არიან ქართული პოლიტიკის შავი ლაქა!
ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და მეგი ნარსავიძეს“, - წერს წიწავა.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს წყალი შეასხეს.