1756673251
უცხოეთი
იემენში „ჰუსიტებმა“ გაეროს, სულ მცირე, 11 თანამშრომელი დააკავეს

გაეროს წარმომადგენელმა იემენის საკითხებში ჰანს გრუნდბერგმა განაცხადა, რომ „ჰუსიტებმა“ გაეროს შენობაზე იერიში მიიტანეს და სულ მცირე, 11 თანამშრომელი დააკავეს.
„მკაცრად ვგმობ გაეროს პერსონალის თვითნებური დაკავებას სანასა და ჰოდეიდაში... ასევე, გაეროს შენობაში იძულებით შესვლას. დააკავეს გაეროს, სულ მცირე, 11 თანამშრომელი“, - ნათქვამია გრუნდბერგის განცხადებაში და ის, ასევე, მოითხოვს მათ „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გათავისუფლებას.