გიორგი გამსახურდია: პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება - ჩემთვის, ამ პოლიტიკურ ძალებთან წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ, რომ მათი მიზანია დამხობა და რადიკალიზმი
„სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დრომ დაამტკიცა რომ „ქართული ოცნება“ შედეგზე ორიენტირებული, სტაბილური, მომავალზე გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკური გუნდია, მეორე მხარეს კი, პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, რადიკალიზაციის წახალისება, დებატების აბუჩად აგდება. შესაბამისად, გამსახურდია მიიჩნევს, რომ ამ ოპოზიციურ ძალებთან შეუძლებელია საუბარი, ვინაიდან, მათი მიზანია დამხობა და რადილაკიზმი, პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ სივრცეში გადატანის ნაცვლად.
„სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს. მოხდება ფოკუსირება რეალურ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მიეხმარება მხარეებს მოძებნონ საერთო ძალისხმევით პრობლემების გადაჭრის გზები. პრემიერი კობახიძე და ქართული ოცნების გუნდი, დრომ დაამტკიცა რომ არიან შედეგზე ორიენტირებული, სტაბილური, მომავალზე გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკური გუნდი, რომლის მთავარი სიმძიმის ცენტრი, რა თქმა უნდა გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვნახოთ, რა ხდება მეორე მხარეს? პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება, რადიკალიზაციის წახალისება, დებატებში კონკრეტული პირების მოთხოვნა, თავიანთი თამაშის წესები და არა საერთო წესები და ა.შ. ჩემთვის პირადად, ამ პოლიტიკურ ძალებთან, მათი ამ შემართებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ რომ ამ ხალხის მიზანი არ არის დებატები და პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ სივრცეში გადატანა, ამ ხალხის მიზანია, დამხობა და რადიკალიზმი, თავისთავად მათი პატრონების დაკვეთით და დაფინანსებით“, - წერს გიორგი გამსახურდია.