აბუ-დაბის მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დასრულდა
გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები სამი საათი გრძელდებოდა. დელეგაციები უკვე ტოვებენ აბუ-დაბის.
გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მოლაპარაკებები იყო „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“. მისი განცხადებით, შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირას გაიმართოს.
ცნობისთვის, უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო. დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
🚨🇺🇸🇺🇦🇷🇺Trilateral talks between U.S., Russia and Ukraine in Abu Dhabi were "positive" and "constructive", Ukrainian officials tell me. Another round of talks to be held in Abu Dhabi next week
— Barak Ravid (@BarakRavid) January 24, 2026