1771931672
სოციალური მედია
გია აბაშიძე: სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“? ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას ეხმიანება. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“ არაფერს ნიშნავს და ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები.
„ბრიტანეთში მიცხოვრია, განათლება მიმიღია, მიმუშავია სტუდენტობისას, სტაჟირებაც გამივლია პარლამენტში, ე.წ. დასანქცირებულიც ვარ წლებია - ბრიტანეთის მთავრობის ერთ დროს სტიპენდიატს საელჩოს ფსევდოლიბერალები არ მიწვევენ მათ ღონისძიებებზე. როგორ ფიქრობთ, მადარდებს ახალი, სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“? Broken Britain-ს (ჩამოშლილი ბრიტანეთი) ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა!“, - წერს აბაშიძე.