Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6742 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1521 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1561 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0610 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 თებერვალს შევა ძალაში.