Loading data...
გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი, ან დივერსია ღალატია, დროა, კოლექტიური ხიდაშელ - „ტაივანჩიკები“ და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა“ კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ „ნაცასკარიდები“ - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და კანონით უნდა დაისაჯოს.

„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ „ნაცასკარიდები“ - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში.

ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მხოლოდ მხილება-დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს, კანონმა უნდა იკანონოს! უსამშობლოების მონაწილეობით ღიად ჩაატარეს Hudson-ის რაღაც „კვლევა“ („მოსკოვის მექანიზმის“ მსგავსად შეთითხნილი) და... საქართველოში თურმე 50 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, თითქოს ამ „მასობრივად“ „ირეცხება“ ისლამური რესპუბლიკის ფული და ა.შ.

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი, ან დივერსია ღალატია, დროა, კოლექტიური ხიდაშელ - „ტაივანჩიკები“ და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა“ კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია“, - წერს აბაშიძე.