Loading data...
გია აბაშიძე: მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო, რა დონის „ლუზერი“ ყოფილა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პარტია, რომ 595,257 ამომრჩევლისგან თავად ცაჰკნას 191 ხმა ერგო, ხოლო მის გამარგინალებულ პარტიას - 9800 ხმა

„საქართველოს არაკეთილმოსურნე, ბრიუსელის მარიონეტის მორიგი საშინაო ფიასკო - მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო. რა დონის „ლუზერი“ ყოფილა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პარტია Eesti 200, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე 595,257 ამომრჩევლისგან თავად ცაჰკნას 191 ხმა ერგო, ხოლო მის გამარგინალებულ პარტიას - 9800 ხმა. „ჭიჭე“ ვაშაძე და მასთან გათანაბრებული "ნაცბარახლო" უფრო რეიტიგულნი ყოფილან საქართველოში“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პოლიტიკურად განულებული პერსონაჟები, როგორიც მარგუს ცაჰკნაა, ბედავენ და მათთვის ტრაგიკომიკურად, საქართველოს ჭკუას ასწავლიან. „საქართველოს არაკეთილმოსურნე, ბრიუსელის მარიონეტის მორიგი საშინაო ფიასკო - მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო. რა დონის ლუზერი ყოფილა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პარტია Eesti 200, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე 595,257 ამომრჩევლებისგან თავად ცაჰკნას 191 ხმა ერგო, ხოლო მის გამარგინალებულ პარტიას - 9800 ხმა. ჭიჭე ვაშაძე და მასთან გათანაბრებული 'ნაცბარახლო' უფრო რეიტიგულნი ყოფილან საქართველოში. და აი ასეთი, პოლიტიკურად განულებული პერსონაჟები, როგორიც მარგუს ცაჰკნაა ბედავენ და მათთვის ტრაგიკომიკურად, საქართველოს ჭკუას ასწავლიან. ცაჰკნებსა და კალასებს [მისმა „რეფორმისტებმა“ ოდნავ მეტი, მაინც სამარცხვინო 10% მიიღეს]. ევროკრატების ესტონელ თოჯინებს მათსავე ენაზე მიესადაგებათ - hoia oma nina omas asjas (ნუ ჩაყოფთ ცხვირს სხვის საქმეში!) რაც შეეხება ესტონეთის 19 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს. კენჭისყრა 78 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. წარმომადგენლები ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. ეს იყო პირველი მუნიციპალური არჩევნები 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სადაც ევროკავშირის არაწევრმა მოქალაქეებმა (მაგ., რუსეთიდან, უკრაინიდან ან ბელარუსიდან) ვერ შეძლეს ხმის მიცემა, თუ არ ჰქონდათ ევროკავშირის ორმაგი მოქალაქეობა. ამომრჩეველთა აქტივობამ 59.3% შეადგინა, რაც ესტონეთის დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში სიდიდით მეორე მაჩვენებელია (2009 წლის 60.6%-ის შემდეგ), ონლაინ მიცემული ხმების თითქმის 45.8%-ით და სულ 595,257 მონაწილით. ესტონეთის 19 ოქტომბრის არჩევნებში ერთი გამოკვეთილი გამარჯვებული არ არის, რადგან შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, დამოუკიდებელმა საარჩევნო ალიანსებმა (კანდიდატების ადგილობრივმა კოალიციებმა) ქვეყნის მასშტაბით ხმების 23.9% მიიღეს, შემდეგ მოდის ცენტრისტული პარტია 21.1%-ით. აღნიშნულ მემარცხენე პლატფორმის პარტიას რუსულენოვანი მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ნაციონალისტურმა Isamaa-მ გაიუმჯობესა პოზიციები (18.6%). მმართველი „რეფორმისტების“ ხმები 10%-მდე დაეცა (2021 წლის 17.3%-დან), რაც ასახავს ამომრჩეველთა უკმაყოფილებას მათი პოლიტიკით. შედეგები ესტონური საზოგადოების ფრაგმენტაციის მანიშნებელია: დამოუკიდებელმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ისარგებლეს მმართველ ეროვნულ კოალიციაზე (Reform-Eesti 200) ხალხის უკმაყოფილებით. ძირითადად, ეკონომიკური ვითარების გაუარესებისა და მათში პოლიტიკური კინკლაობის ფონზე“, - წერს გია აბაშიძე.