1760965690
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1560 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1680 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0645 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 ოქტომბერს შევა ძალაში.