გია აბაშიძე: ძირითადი მიზეზი, თუ რატომ დაეცა ძლიერი რესურსების მქონე ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა, გახლავთ Deep State-ის დამანგრეველი პოლიტიკა მის უშუალო ვასალებზე
„ძირითადი მიზეზი თუ რატომ დაეცა ძლიერი რესურსების მქონე ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა, გახლავთ Deep State-ის დამანგრეველი პოლიტიკა მის უშუალო ვასალებზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროკავშირის მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის ცვლილებას 2008 წლამდე და 2024 წელს.
აბაშიძის განცხადებით, ევროკავშირში, დამდგარ შედეგთან დაკავშირებით თავს „გარე შოკების ინტენსივობით” იმართლებენ, თუმცა, საქმე დასავლელი სპეციალისტების განმარტებით სტრუქტურულ სისუსტეებსა და პოლიტიკური შეზღუდვების ნაზავშია.
„ძირითადი მიზეზი თუ რატომ დაეცა ძლიერი რესურსების მქონე ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა, გახლავთ Deep State-ის დანაგრეველი პოლიტიკა მის უშუალო ვასალებზე.
წარმოუდგენელია, რომ თუ ევროკავშირის მშპ 2008-ში 19 ტრილიონზე მეტი იყო, 2024 წელს, ანუ 16 წელიწადში, ყველა საბოლოო საქონლისა და მომსახურების ღირებულების ჯამი ფულადი გამოხატულებით, ოდენ 0.19 ტრილიონით გაიზარდა.
ევრობლოკში თავს იმართლებენ გარე შოკების ინტენსივობით, თუმცა წონადი დასავლელი სპეციალისტები მიანიშნებენ სტრუქტურულ სისუსტეებსა და პოლიტიკური შეზღუდვების ნაზავზე. საკითხავია, სადაა თავისუფალი ბაზარი? ევროკავშირის თავისუფალი ბაზარი არის გაერთიანების 27 წევრ ქვეყანას შორის საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას, სადაც არ არსებობს საბაჟო ბარიერები, კვოტები ან დისკრიმინაცია წარმოშობის მიხედვით. თუკი პოლიტიკის შეზღუდვებზე მიუთითებენ პროფესიონალები, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზეა და არა პრაქტიკაში.
ასევე, მხედველობაში ვიქონიოთ ევროკრატიის ე.წ. მწვანე პოლიტიკა. ეს ნიშნავს ევროკონტინენტის კლიმატურ ნეიტრალურობას 2050 წლისთვის, ემისიების შემცირებას 55%-ით 2030 წლისთვის და მდგრადი ეკონომიკის შექმნას. კრიტიკოსები (მათ შორის, ეკოლოგები, მწარმოებლები, ფერმერები და სხვადასხვა პარტიები) ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა არასაკმარისია კლიმატის კრიზისისთვის და ზრდის სიღარიბეს, ეკონომიკურ უთანასწორობას და პოლიტიკურ დაძაბულობას”, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.