1761829414
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7139 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7154 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1514 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1621 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0646 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 31 ოქტომბერს შევა ძალაში.