Loading data...
გეგუთის ციხის პატიმრები მეუფე შიოს მხარდაჭერას უცხადებენ: მხარს ვუჭერთ პატრიარქის დანატოვარ ანდერძს და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი პატრიარქი მეუფე შიო იქნება

„გეგუთის ციხის პატიმრების წერილი. ისინი მხარს უჭერენ პატრიარქის რჩეულს - მეუფე შიოს“, - წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე და პატიმრების წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, პატიმრები მხარს უჭერენ ილია მეორის მიერ დასახელებულ მოსაყდრეს მეუფე შიოს და იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პატრიარქი სწორედ, ის იქნება.

„უმძიმესი დღეები დადგა საქართველოსთვის. ვგლოვობთ და გვტკივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება. მისი ღვაწლი უდიდესია საქართველოს წინაშე. გეგუთის ციხის პატიმრები სრულიად მხარს ვუჭერთ მის დანატოვარ ანდერძს და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი პატრიარქი მეუფე შიო იქნება“, - ვკითხულობთ წერილში.