Loading data...
ედიშერ გვენეტაძე: ვაშინგტონში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ავაზაკური კლანი საკუთარ ხალხს ძარცვავდა და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიან უცხოელ პოლიტიკოსებს მილიონებით აფინანსებდა

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ „FARA“-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისინი ნათლად აჩვენებენ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მოპარული და უცხოეთში გადარიცხული კოლოსალური თანხების მასშტაბებს.

გვენეტაძის თქმით, ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა საქართველოს ხელისუფლების მიერ, არამედ ოფიციალურად გაასაჯაროვა ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მასალებს.

„აი სად მიდის მიშა სააკაშვილის და სხვა ნაცავაზაკების მიერ წლების მანძილზე ქართველი ხალხისათვის ბიუჯეტიდან მოპარული და არნახული ძარცვით წაგლეჯილი მილიონობით თანხები. ეს ხომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია? ეს ხომ გამოაქვეყნა აშშ იუსტიციის სამინისტრომ „FARA“-ს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ახლა უფრო მკაფიოდ ჩანს რამდენი ფული აქვთ გადახდილი საქართველოს ნეოკოლონიალიზმში ჩაგდებისათვის იმ ძალებს, რომელთაც სურთ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისათვის ამჟამად კონკრეტულ თარიღს 4 ოქტომბერს ასახელებენ. ამ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ კოლოსალურ თანხებს იღებდნენ და იღებენ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან ავაზაკი თაღლით-აფერისტი უილსონები და მათი მაგვარი ამერიკელი ე.წ. ლობისტი პოლიტიკოსები, რომლებიც 10 დღის წინ ვაშინგტონში ვაი-ვიშით და პირის ხოკვით გამოხატავდნენ აღშფოთებას „მეგობარი აქტის“ ჩავარდნის გამო.

ეს მასალა დოკუმენტური მტკიცებულებაა წესიერი და ობიექტური ისტორიკოსებისათვის, რომლებიც მომავალ თაობებს სახელმძღვანელოებში აუცილებლად ჩაუწერენ იმ ჭეშმარიტებას თუ როგორ ღალატობდნენ საკუთარი სტომაქების შევსების მიზნით 21-ე საუკუნეში საქართველოს: ზურაბიშვილები, თინა „ტაივანჩიკები“, სააკაშვილები გუბაზები, შალიკო ნათელაშვილები, გვარამიები, პატიკო ბურჭულაძეები... ანუ ის კოლექტიური ყორღანაშვილები, რომლებიც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე გელიყარის კლდიდან ქართველი კოლექტიური საჩინო ბარათაშვილის მიერ აწ უკვე გადაყრილი არიან, ისტორიის სამარცხვინო კანალიზაციაში“,- წერს გვენეტაძე.