Loading data...
ედიშერ გვენეტაძე: დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის, არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად

„ძალიან არ სიამოვნებს ე წ. ოპოზიციას სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას, რომ ვაშინგტონში, აშშ პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მიბრძანდება გლობალურ სამიტზე: „ერთად უკეთესი მომავლისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, თამარ ბაგრატიონი უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის, არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად.

„ძალიან არ სიამოვნებს ე წ. ოპოზიციას სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას, რომ ვაშინგტონში, აშშ პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მიბრძანდება გლობალურ სამიტზე: „ერთად უკეთესი მომავლისათვის“. არ მოგესმათ! დიახ, თამარ ბაგრატიონი ზოგიერთ მაგალითად ლომჯარიას, ხიდაშელის, ბოკუჩავას, დეკანოიძისა და სხვა მდაბიო უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის, არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად. ამიტომაც ლოგიკურია საქართველოს მოღალატეებს, არაკეთილმოსურნეებს ეშინოდეთ ძრწოდნენ, წკავწკავებდნენ ქართული სახელმწიფოს წინსვლით“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.