დიმიტრი სამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს საერთო ინტერესების თანხვედრა, „დიფ სთეითს“ სურს და აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!
ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება, თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ გულუხვი და როდესაც დაინახავს, რომ ქართველები ქმედებას დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არა დემოკრატიულად და პროვიღაცისტებად გამოგვაცხადებენ! ასე იყო სულ ცოტა ხნის წინაც, როცა ქართველთა ინტერესების დამცველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს იდენტობის დასაცავი და მომავალი თაობების გადასარჩენი ეროვნული კანონპროექტების მიღება დაიწყო!, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „დიფ სთეითს“ სურს და აწყობს ერების განადგურება და მარტივი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი პრინციპული პოზიციით საკუთარი თავი და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს და მშვიდობა შეუნარჩუნა.
„უარი ვთქვით გარყვნაზე, ჰომოსექსუალების გაბატონებაზე და მალევე არადემოკრატიულები დაგვარქვეს! ქართული ეკლესია დავიცავით, მის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და პრორუსები დაგვიძახეს! ქვეყნის დამაზიანებელი შავი ფული შევუზღუდეთ, რომელიც სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად და ქართველების ერთმანეთზე გადასაკიდებლად იყო გამიზნული, მანქურთ „ენჯეოშნიკებს“ ჩვენი ტრადიციის, ისტორიის წასაშლელად უნდა გამოეყენებინათ და დასავლეთის მტრებად გამოგვაცხადეს! უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! მეგობრებო, დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს საერთო ინტერესების თანხვედრა! სატანისტებისგან დაკომპლექტებული „დიფ სთეითი“ ბოგინებს, მას სურს და აწყობს ერების განადგურება! ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი, ბატონი ბიძინა, მმართველი გუნდის ლიდერი და მისი საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია! პოზიცია, რომლითაც მან საკუთარი თავი და მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს! წარმოიდგინეთ მასშტაბი საფრთხის, მერე თქვენი თავი დააყენეთ ამ მოცემულობაში და თუ სუფთა და მართალი ადამიანი ხართ, მიხვდებით ერისკაცის გმირობას! ასე რომ, ქართველებო, მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვართ ერთმანეთის მეგობრები, გულშემატკივრები, პარტნიორები, მოძმეები და მოყვარეები! უფალი ფარავდეს ამაყ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს“, - წერს სამხარაძე.