ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანზე პრევენციული თავდასხმა დაიწყო
ისრაელმა ირანზე პრევენციული თავდასხმა დაიწყო, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
კაცის თქმით, მან „მთელ ქვეყანაში დაუყოვნებლივ საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.
„ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა დაიწყო, რათა ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები მოეხსნა“, - განაცხადა მან.
ამჟამად ისრაელის მთელ ტერიტორიაზე სირენების ხმა ისმის. ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობა მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებს, თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „უსაფრთხოების სიტუაციის გამო“, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ, რომ იციან, რომელია მათ მახლობლად ოპტიმალური დაცული თავშესაფარი და თავი უნდა აარიდონ არასაჭირო მგზავრობას.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ „პროაქტიული განგაშის“ მიზანია, საზოგადოების მომზადება ისრაელის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლის შესაძლო გახსნისთვის.
არმია აცხადებს, რომ ამ დროისთვის თავშესაფრებში შესვლის საჭიროება არ არის.