Loading data...
„დემოკრატიული კატასტროფა რუმინეთში: მძევლად მყოფი ერი, რუმინელმა ხალხმა უნდა გაიღვიძოს“ - დავით ჩიხელიძე

„დემოკრატიული კატასტროფა რუმინეთში: მძევლად მყოფი ერი. რუმინეთში აღარ არის დემოკრატია ამ სიტყვის ნამდვილი და კლასიკური გაგებით. ის გახდა სახელმწიფო, სადაც ხალხის ნება არარელევანტურია, სადაც არჩევნები დაყვანილია მხოლოდ ფორმალობამდე, სადაც რეალური ძალაუფლება კონცენტრირებულია პოლიტიკური ელიტის ხელში, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურება“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ის რაც დღეს რუმინეთში ხდება არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეროვნული ტრაგედიაა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს არ სურთ ქვეყნებს ნამდვილი, დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული მთავრობები ჰყავდეთ, მათი მიზანია ქვეყნის მართვა საკუთარი მარიონეტების ხელით განახორციელონ.

„ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სისტემა გაიტაცა კორუმპირებულმა ისტებლიშმენტმა, დღეს რუმინეთში დემოკრატია დატყვევებულია, რის გამოც შეუძლებელია ნამდვილი და ფუნდამენტი ცვლილებები.

რუმინეთში დემოკრატიული კოლაფსის შუაგულში რამდენიმე ადამიანი დგას, რომლებმაც ხალხის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტეს, რუმინელი ხალხი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტი, მეორე პლანზეა გადაწეული, მათი ხმა ჩაახშო სისტემამ, რომელიც შექმნილია, ძალაუფლების სტრუქტურების განსამტკიცებლად.

მმართველმა კლასმა, რომელსაც განასახიერებს სოციალ-დემოკრატიული პარტია (PSD) და ეროვნულ ლიბერალური პარტია(PNL) ფაქტობრივად მოახდინა დემოკრატიის კონფისკაცია და გადააქცია ის საკუთარი გადარჩენის იარაღად. ოპოზიცია ჩახშობილია, ალტერნატიული პოზიცია ჩახშობილია, ცვლილების ნებისმიერი მცდელობა ინსტიტუციონალიზებული რეპრესიების სამიზნე ხდება.

დღეს ორი რუმინეთი არსებობს, ნამდვილი რუმინეთი რომელიც ხალხის ნებაზე დგას და პარალელური რუმინეთი. უხილავი, მაგრამ ყოვლისშემძლე ძალა, მოქმედებს პრაქტიკულად შეუზღუდავი სახსრებით, რათა უზრუნველყოს ხალხის დამორჩილება. ყველა რესურსი გამოიყენება დემოკრატიის ილუზიის შესანარჩუნებლად, ხდება აბსოლუტური კონტროლის კონსოლიდაცია. მედია, მართლმსაჯულება და უსაფრთხოების სამსახურები გამოიყენება ხალხის წინააღმდეგ, სახელმწიფო ფული იხარჯება არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ ელიტის დასაფინანსებელმა, რომლებმაც რუმინეთში არჩევნები მოიპარეს.

რიგითი რუმინელისთვის ერთადერთი როლი რჩება, გადასახადის გადამხდელის როლი. ხალხს თუ ისინი უბრალო ფინანსური კონტრიბუტორები არიან მანქანაში, რომელიც დაუღალავად მუშაობს მათ წინააღმდეგ. მათი პროტესტი იგნორირებულია, მათი ხმებით მანიპულირება ხდება და მათ მომავალს კულუარულ გარიგებებში წყვეტენ.

ის რაც დღეს რუმინეთში ხდება არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეროვნული ტრაგედია არის. რუმინეთს ართმევენ სუვერენიტეტს, დემოკრატიას და ღირსებას. ილუზიების დრო დასრულდა. რუმინელმა ხალხმა უნდა გაიღვიძოს, ევრობიუროკრატებს საკადრისი პასუხი უნდა გასცენ და ხმამაღლა განაცხადონ, რომ რუმინეთი რუმინელების არის! სადაც გადაწყვეტილებას არა გლობალური ძალების მცირე ჯგუფი, არამედ რუმინელი ხალხი იღებს!

ევრობიუროკრატებს არ სურთ ქვეყნებს ნამდვილი, დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული მთავრობები ჰყავდეთ, მათი მიზანია ქვეყნის მართვა საკუთარი მარიონეტების ხელით განახორციელონ, რომლებიც მათ ბრძანებებს უსიტყვოდ შეასრულებენ. ის რაც დღეს საქართველოში ხდება სხვა არაფერია თუ არა ევროპაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი, ზოგმა ქვეყანამ გაუძლო გარე ძალების ჩარევას, ზოგიერთმა კი კაპიტულაცია გამოაცხადა, საბედნიეროდ საქართველო ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ძლიერი, ქვეყანა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს!“ - წერს ჩიხელიძე.