დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა, ხოლო დოროთესგან ისე არ გამოვა მარტინ ლუთერი, როგორც გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური - უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ ისეთი პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და დექრისიტიანიზაციის გავლით, დეჰუმანიზაციით დაასრულა
„თარგამაძესთან დოროთე ყურაშვილის „საუბრის“ „ფორმულა“ ერთი შეხედვითაც იოლი გასაშიფრია. მხოლოდ მცირე ფრაგმენტს ვუყურე და დღესავით ნათელი გახდა: თარგამაძე ცდილობს „განმანათლებლობის“ ქართული ვერსიის, ხოლო დოროთე - ეკლესიის რეფორმაციის, პროტესტანტიზმის ქართული ანალოგის გამოგონებას“, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.
ზარდიაშვილი გიორგი თარგამაძისა და დოროთე ყურაშვილი საუბარს „იაფფასიან შოუს“ უწოდებს და აცხადებს, რომ უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ დროში აცდენილი ისეთივე პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და იმით დაასრულა, რასაც დღეს ვხედავთ: დექრისიტიანიზაციის გავლით ბოლოს უკვე - დეჰუმანიზაციითაც.
„ცხადია, ერთობ უნიჭო და სულელური სპექტაკლი, უფრო სწორედ - იაფფასიანი შოუ გამოდის, რადგან მთლიანად, თავიდან ბოლომდე, უშნოდ იმიტაციურია და არავითარი, ოდნავ მაინც რელობასთან კავშირში მყოფი დასაყრდენი არ გააჩნია. მართლაც: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ქართველი ვოლტერი გახდეს, მაიმუნური მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა. ხოლო ამ დოროთესგან ისე არ გამოვა ქართველი მარტინ ლუთერი, როგორც ყველა გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური არ გამოითლება.... თანაც: 21-ე საუკუნეა და რაღა დროს „განმანათლებლობა“ ანდა „რეფორმაციაა“? პოსტმოდერნიც კი დასრულდა და საუბარი მეტამოდერნის, ანუ „ბნელი განმანათლებლობის“ კონსტრუირებაზე მიდის... მაგრამ აბსოლუტურად აჯამი, გულქვა და რეგვენი უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ დროში აცდენილი ისეთივე პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და იმით დაასრულა, რასაც დღეს ვხედავთ: დექრისიტიანიზაციის გავლით ბოლოს უკვე - დეჰუმანიზაციითაც. ახლა „ბნელ განმანათლებლობაზე“ გადადის და აპირებს, ხელოვნური ინტელექტი ყოვლისმცოდნე და ყოვისშემძლე ღმერთად შექმნას, ხოლო ადამიანი პოსტადამიანით ანუ კიბორგით შეცვალოს...საქართველოსთვის ეს „ტექნო-ღმერთი“ არ ემეტებათ, ამიტომ ნაფტალინიდან ამოღებულ იდეებს გვთავაზობენ: ჯერ კლასიკური განმანათლებლობა და რეფორმაცია, „ლიბერალური დემოკრატია“ და დანარჩენი მერეო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი, ანუ დაობებული იდეების იმპლემენტაცია საქართველოში, დიადი დასავლური ცივილიზაციის, ევროპული არჩევანის დროშებითა და დიდი ხნის წინ უკვე აშმორებული ლოზუნგებით კეთდება... სასაცილოც კი არ არის: დოროთე - ქართული პროტესტანტიზმის მამათავრად და თარგამაძე განმანათლებლად?!. ასეთია გამაოგნებელი ანაქრონიზმი, ყოვლად უშინაარსო იმიტაცია, რისი დანერგვაც აქა სურთ. ...„ლუთერა დოროთე“ ხომ ბითურია და ბითური, აი გოთვერანი თარგამაძე კი იმდენად დისკვალიფიცირდა, რომ ვოლტერობას ვინღა ჩივის, გაიძვერა ხვლიკობასაც, რაც ბუნებით არის კიდეც, ვეღარ ქაჩავს. ხვლიკი რომ გამაიმუნდება, იმას ჰგავს“, - წერს ზარდიაშვილი.