Loading data...
დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია - CNN

„ვაშინგტონი ყოველწლიურ მედიაგალას მასპინძლობდა, რომლის მიმდინარეობისას სროლა მოხდა. პრეზიდენტი ტრამპი მეუღლესთან მელანია ტრამპთან ერთად, ჰილტონის სასტუმროს სცენიდან გაიყვანეს. ის უვნებლად გადარჩა“, - წერს CNN და ინციდენტის შესახებ დეტალურად გვიყვება.

როგორც აღმოჩნდა, თეთრი სახლის კორესპონდენტებისთვის გამართულ სადილზე შეირაღებულმა პირმა აშშ-ის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს შეუტია. სცენიდან პრეზიდენტის და მისი კაბინეტის წევრების ევაკუირება სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. ისინი უსაფრთხოდ არიან.

კოლუმბიის ოლქის პროკურორის ჯანინ პიროს ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, რომელსაც ბრალად ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმას წაუყენებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილი 31 წლის კალიფორნიელი მამაკაცია. 

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ის დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.