დავით ქართველიშვილი: უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ „შიმშილის პირას“ მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
„რაც უკრაინაში ომია, ჭყონიას გაათმაგებული ვაჭრობა აქვს აგრესორ რუსეთთან, საიდანაც „კოკა-კოლას“ სათავო ოფისიც კი გავიდა, მაგრამ ჭყონიამ ის სარფიანად და ლამის, მონოპოლისტურად ჩაანაცვლა“, - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ რუსეთში, უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ „შიმშილის პირას“ მყოფ ქვეყანაში თავისი „შხამკვების“ 28-ე ობიექტი გახსნა.
„რაც უკრაინაში ომია, ჭყონიას გაათმაგებული ვაჭრობა აქვს აგრესორ რუსეთთან, საიდანაც „კოკა-კოლას“ სათავო ოფისიც კი გავიდა, მაგრამ ჭყონიამ ის სარფიანად და ლამის, მონოპოლისტურად ჩაანაცვლა. პარალელურად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად, ოპოზიციის მიტინგი არ გამოუტოვებია „ოლე-ოლეს“ ყვირილით, რომ ქვეყანას საზიზღარი რუსეთისკენ მიაქანებენ, ხოლო საწყალი და გაღატაკებული მოსახლეობა ამ „რუსული რეჟიმის“ პირობებში, შიმშილით იხოცება. სწორედ რუსეთში, უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ „შიმშილის პირას“ მყოფ ქვეყანაში თავისი „შხამკვების“ 28-ე (თბილისში - 21-ე) ობიექტს ხსნის. მის ფულს ხომ სუნი არ ასდის, ისევე - როგორც გემო არა აქვს მის პროდუქციას...“, - წერს ქართველიშვილი.