1768541204
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება, BBC გადაარჩენს თავის რეპუტაციას და მოიხდის საჯაროდ ბოდიშს
აბსურდის თეატრი დაატრიალა BBC-იმ, თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით დავწამლეთ ჩვენი თანამოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ BBC ამ სიცრუის გავრცელების გამო ბოდიშს მოიხდის.
„რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე. ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ აუცილებლად გავცემდით პასუხს ამ ყველაფერს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ BBC ასე ვთქვათ გადაარჩენს თავის რეპუტაციას, პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება და BBC მოიხდის საჯაროდ ბოდიშს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.