1760897734
სოციალური მედია
დავით ქართველიშვილი: თუ დააკვირდებით, კრიმინალების დაკავების შემდეგ, მათი მოკავშირე პროპაგანდისტები იმას კი არ ამბობენ, კანონი არ დაურღვევიაო, ამბობენ - მარტოხელა დედაა, ოჯახის მარჩენალია, თავად არის ავად, გააგრძელე რადიკალთა „საბაბები“, რის გამოც მათი აზრით კრიმინალთა დაკავება არ შეიძლება

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ისინი კანონდამრღვევების დაკავების შემდეგ, არ ამბობენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, თუმცა, დაკავებულების გამართლებას სხვადასხვა საბაბით ცდილობენ.
„თუ დააკვირდებით, კრიმინალების დაკავების შემდეგ მათი მოკავშირე პროპაგანდისტები იმას კი არ ამბობენ, კანონი არ დაურღვევიაო, ამბობენ... დედის საფლავზე მიდიოდა მარტოხელა დედაა ოჯახის მარჩენალია
ავადმყოფი დედა ჰყავს თავად არის ავად მენტალური პრობლემები აქვს პედაგოგია ექიმია ჟურნალისტია
გააგრძელე რადიკალთა „საბაბები“, რის გამოც მათი აზრით კრიმინალთა დაკავება არ შეიძლება“,- წერს ქართველიშვილი.