Loading data...
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ უსაგნო დისკუსია დაიწყო, საინტერესოა რომ ოპოზიციის ბრალდებებს „მიუკერძოებელი დამკვირვებელი“ ეკა გიგაურიც შეერთდა...

„რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გეგმები გავშიფრე, როცა ვთქვი, რომ ისინი დროებითი კომისიის წევრების არჩევის პროცესში ადრე დაწერილი მესიჯ ბოქსით იხელმძღვანელებდნენ... ოპოზიციამ უსაგნო დისკუსია დაიწყო, საინტერესოა რომ ოპოზიციის ბრალდებებს „მიუკერძოებელი დამკვირვებელი“ ეკა გიგაურიც შეერთდა“, - აღნიშნულის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, რეალურად საქმე ეხება ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. 

„რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გეგმები გავშიფრე, როცა ვთქვი, რომ ისინი დროებითი კომისიის წევრების არჩევის პროცესში ადრე დაწერილი მესიჯ ბოქსით იხელმძღვანელებდნენ, აპელირებას ნეპოტიზმზე და ადმინისტრაციული რესურსზე მოახდენდნენ, ჩემი პროგნოზი 100%-ით გამართლდა, ოპოზიციამ უსაგნო დისკუსია დაიწყო, საინტერესოა რომ ოპოზიციის ბრალდებებს „მიუკერძოებელი დამკვირვებელი“ ეკა გიგაურიც შეერთდა...რეალურად საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, მათი ბრალდებები, რომელიც სპეკულაციას ეფუძნება და ფაქტებით ცამტვერდება.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ აპლიკანტებმა განაცხადი არ შეავსეს და კონკურსს აზრი არ აქვს, ეს წმინდა წყლის სიცრუეა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო განაცხადის შეტანა, მათთვის ხელოვნური ბარიერი არ შეუქმნით, ის თუ ადამიანმა განაცხადი არ შეიტანა, სწორედ ოპოზიციის „დამსახურებაა“ რადგან ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში სიცრუის გავრცელებას და ამ ადამიანების ბულინგს ახორციელებს, რაც რა თქმა უნდა მათ გადაწყვეტილებაზე მოქმედებს და განაცხადი ყველა მსურველს არ შეაქვს განაცხადი.

ოპოზიცია ცდილობს დაამკვიდროს ნეიტრალური წევრის ცნება, რეალურად დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს (რაც ხშირად ავიწყდებათ)მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან, ნუ ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას. ის რასაც თქვენ აკეთებს, არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ადამიანზე ძალადობის ფაშისტური მეთოდია“, - წერს დავით ჩიხელიძე.