Loading data...
დავით ჩიხელიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს

„ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო, შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ, პირადი სარგებელი წარმოადგენს. „ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა. გირჩის გამოყოფა ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ახალი პარტიების გაერთიანება საქართველოში ხშირად მერკანტილური ინტერესებით არის მართული და ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ თანამშრომლობას. კოალიციის დაშლას წინ უძღოდა სიების ჩახსნის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ერთი ლიდერის მიერ იქნა მიღებული, რასაც საბოლოოდ შიდა უთანხმოების გამწვავება მოჰყვა. კოალიციის დაშლა

ოპოზიციის შიგნით არსებულ პრობლემებს აჩვენებს: მათი ეგო იმდენად დიდია, რომ ერთმანეთთან დიალოგი და თანხმობის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს!“, - წერს ჩიხელიძე.