Loading data...
ჩიხელიძე ვაშაძეს: თქვენი მიდგომა არასერიოზული და არარეალურია, ამომრჩევლის ხმებზე ნადირობის პროცესში, აბსურდული პოზიცია გააჟღერეთ

„ოპოზიციის პოზიციების მკვეთრი ცვლილება ამომრჩევლების მოზიდვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ამომრჩეველი ბრბო არ არის, როგორც ეს ოპოზიციას წარმოუდგენია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ჩიხელიძე აცხადებს, რომ ვაშაძის განცხადება არასერიოზული და არარეალურია.

„ოპოზიციამ ხმებისთვის ბრძოლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი პოზიციების უარყოფა დაიწყო.

გასაგებია, რომ ოპოზიცია და პრინციპულობა ერთმანეთთან შორს დგას, მაგრამ მათი მოულოდნელი ფერისცვალება მაინც უცნაურია, თუნდაც იმიტომ რომ მათ აღიარეს, ჩვენთვის სიტყვას და საკუთარ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, თუ პირადი საჭიროება მოითხოვს პოზიციის 100%-ით შეცვლა შეგვიძლია.

ოპოზიციის პოზიციების მკვეთრი ცვლილება ამომრჩევლების მოზიდვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ამომრჩეველი ბრბო არ არის, როგორც ეს ოპოზიციას წარმოუდგენია.

აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელიც 5 წინადადებიან ტექსტში საკუთარ პოზიციას უპირისპირდება. განცხადების პირველ ნაწილში ამბობს, რომ ის სანქციების მომხრე არასდროს ყოფილა (არქივი სხვა რამეს მეტყველებს) ასევე ამბობს რომ წინააღმდეგი არაა რუსეთთან ვაჭრობის, მაგრამ რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, მაგალითად რუსეთისგან საწვავის/ხორბლის ყიდვა მოჰყავს, „მე არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე.

რაც შეეხება ვაჭრობას - 3-ჯერ მეტს დღეს რუსეთი ყიდის საქართველოში, ვიდრე საქართველო ყიდის რუსეთში. მინდა, რომ პირიქით იყოს ეს ბალანსი ბატონო გიორგი სხვა ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულების ორი გზა არსებობს, როცა კონკრეტული ქვეყნიდან დიდი რაოდენობით პროდუქტს ყიდულობ ან ყიდი.

თქვენი პოზიცია არის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, მაგრამ ამავდროულად ამბობთ, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას გაზრდით, თქვენი მიდგომა არასერიოზული და არარეალურია, ამომრჩევლის ხმებზე ნადირობის პროცესში, აბსურდული პოზიცია გააჟღერეთ, რაც თქვენს არაკომპეტენტურობას ადასტურებს“, - წერს ჩიხელიძე.