ზურაბ აბაშიძე: ალილო არის დღესასწაული, რომელშიც ქრისტეს შობის სიხარული ქველმოქმედებას ერწყმის
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა შობის დღესასწაულზე ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს წევრებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შობა მიულოცა და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცა.
ალილოს მსვლელობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს მიულოცა შობის დღესასწაული და განაცხადა, რომ შობა-ახალი წელი ჩვენი ერისთვის განსაკუთრებული სულიერი ერთობის დროა.
„ქრისტეს შობა გვახსენებს სიყვარულისა და სიკეთისა მნიშვნელობას, იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი საზოგადოება. ალილო კი საუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. ეს არის დღესასწაული, რომელშიც სიხარული ქველმოქმედებას ერწყმის.
გილოცავთ ქრისტეს შობას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და იმედით სავსე მომავალს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.