1767877336
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6982 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1512 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1595 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0627 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 იანვარს შევა ძალაში.