1767901795
უცხოეთი
კიევში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი პოტენციურად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს
კიევში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ მოსალოდნელი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოხდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„კიევში აშშ-ის საელჩომ მიიღო ინფორმაცია პოტენციურად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს. საელჩო, როგორც ყოველთვის, ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, მზად იყვნენ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ თავშესაფარს შეაფარონ თავი“, – ნათქვამია განცხადებაში.