Loading data...
„ვუსამძიმრებთ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკარგს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენებლად“ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო“, - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს გამოთქვამს.

„მისი უწმინდესობა იყო სულიერი მამა და ღირსეული წინამძღოლი, რომელმაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის განვითარება, მისი ღვაწლი საქართველოსთვის შეუფასებელია.

მისი ხელმძღვანელობით ეკლესია და ხალხი გაძლიერდა და ამაღლდა სულიერად. ის იყო მტკიცე სულიერი სვეტი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მისი უწმინდესობის ცხოვრებისა და მსახურების მაგალითი ჩვენი ერის სულიერებისა და ერთობის განმტკიცების გზაზე დარჩება მარადიულ მემკვიდრეობად.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკარგს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.