Loading data...
ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ვეტერინარულ კლინიკაში შპს „ჯიდიემჯი“ (ს/ნ 445555685, ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N 16ა) ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.