1749501852
საზოგადოება
ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სამინისტრომ საკადრო ცვლილებების შესახებ საზოგადოებას აცნობა და აღნიშნა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“.