Loading data...
ვაჟა სირაძე: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თითოეული პოლიციელისთვის, პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. 

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დავის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და შრომას მოითხოვს. მინდა, თითოეულ პოლიციელს ვუსურვო წარმატებები, ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს გაწეული მუშაობისთვის. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ სულხან თამაზაშვილს მისი დამსახურებისთვის და იმ წახალისებისთვის, რაც მან თითოეულ პოლიციელს გაუკეთა და წარმატებები ვუსურვო და მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა სირაძემ.