Loading data...
ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში: ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს

ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს. 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია“ – წერს მთავარეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.