Loading data...
უწმინდესს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე ფეხით მიაცილებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონის ტაძრისკენ მიემართება, სადაც უწმინდესს დაკრძალავენ. 

ილია მეორეს ათასობით მოქალაქე ფეხით მიაცილებს. 

წირვა სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე დაიწყო. 

წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.

უწმინდესი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.