1785853538
საზოგადოება
უბედური შემთხვევა ჩაქვში - კაცს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა
ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.