Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6239 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6249 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0219 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0239 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0552 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 აგვისტოს შევა ძალაში.