Loading data...
წყალტუბოში ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

წყალტუბოში ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

„მეგა tv“ -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.