Loading data...
„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ, რომელმაც მათ შვილებს „ჯუჯა ბავშვები“ უწოდა

„აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელი ლია შალვაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ დარინა მიქელაძის პოსტს.

კერძოდ, მიქელაძე ინტერესდება, დაფინანსების შედეგად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები თუ „დაიზარდნენ“. ამასთან, მიქალაძე აცხადებს, რომ ამ ფონზე მის დისშვილს სკოლა არ აქვს.

„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - და ამაზე შეიძლება აღიძრას საჩივარი და მშობლებმა ვუჩივლოთ?! აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - განუცხადა „ქრონიკას“ ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელმა ლია შალვაშვილმა.

„ასეთ არაადეკვატურ ადამიანს კომენტარს არ გავუკეთებ. არ ვთვლი პასუხის ღირსად“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მშობელმა მარი მუშკიაშვილმა.

„თავისი შვილი რომ იყოს, ასე მოიხსენიებდა? ეს მაინტერესებს. შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“, - განაცხადა ნანა მელიქიძემ.

„რა ბოროტები არიან ეს „ნაცები“. უნამუსო და არაადამიანია, ვინც ასეთ კომენტარს აკეთებს. დიაგნოზს არ აქვს მნიშვნელობა, შეურაცხმყოფელ განცხადებას ვინ გააკეთებს. „ნაცებს“ ადამიანებად არ ვთვლი, უნამუსოები არიან. ძალიან მადლიერი და მადლობლები ვართ სახელმწიფოსი, რომ ამ ბავშვებს ეს წამალი დაუფინანსეს. შედეგები გასაოცარი აქვთ“, - დასძინა ნათია გურგენიძემ.