ციფრული მმართველობის სააგენტომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ციფრული მმართველობის სააგენტო ახალგაზრდებში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად, სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ კიბერუსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესებზე, ყველაზე გავრცელებულ კიბერშეტევებსა და მათგან თავდაცვის ეფექტიან საშუალებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის მიზანი თანამედროვე ციფრულ გარემოში არსებული საფრთხეების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და უსაფრთხო ციფრული ქცევის კულტურის ხელშეწყობა იყო.
ყოველწლიურად, ოქტომბერში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჯარო და კერძო ორგანიზაციები ერთიანდებიან კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უფრო უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნის მიზნით.
სააგენტო ამ მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ატარებს, რათა ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.