Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9066 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9154 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0527 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 ოქტომბერს შევა ძალაში.